Sunday, May 7, 2017
მეცხრე დღე
მეცხრე დღეს ვიმუშავეთ ბლოგში. დავამატეთ სხვადასხვა გაჯეტები. შევაფასეთ ერთმანეთის პროექტები ბლოგში და წარმოვადგინეთ პროექტის პრეზენტაცია. ერთმანეთის პრეზენტაციებს გავუკეთეთ კომენტარები.
Saturday, May 6, 2017
მერვე დღე
გადავხედეთ საქაღალდეებს, შევამოწმეთ და შევასწორეთ. ზედმეტი დოკუმენტები წავშალეთ. სახელმძღვნელოდან გავეცანით საავტორო უფლებებს, გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს. შევინახეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში. ავტვირთეთ დისკზე და გავაზიარეთ ბლოგზე. გაუგზავნეთ ბლოგის მისამართი ტრენერს.
Sunday, April 30, 2017
მეშვიდე დღე
დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. დიფერენცირებული სწავლების და სასწავლო პროცედურებისათვის შევავსე საჭირო ცხრილები. შევინახე ფოსტაზე.
Saturday, April 29, 2017
მეექვსე დღე
მე-6 დღეს ვიმუშავეთ რუბრიკებზე, რომელიც მოვარგეთ ჩვენი პროექტის გეგმას. ასევე შევავსეთ წინარე ცოდნის გრაფა და დავწერეთ სასწავლო პროცედურები.
Sunday, April 23, 2017
მეხუთე დღე
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა დავასრულეთ. პროექტის საქაღალდე გადავიტანეთ ფოსტის დისკზე. ბლოგზე დავამატეთ ფურცლები და შევქმენით მენიუს ზოლი.
Saturday, April 22, 2017
მეოთხე დღე
ვიმუშავეთ შეფასების გეგმაზე. შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო. შეფასების მეთოდის და ინსტრუმენენტების გრაფა. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შევინახეთ საქაღალდეში.
Sunday, April 9, 2017
მესამე დღე
მესამე დღეს გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. შევიმუშავეთ მიზნები და შედეგები. დავწერეთ საკვანძო თემატური და შინაარსობრივი კითხვები. გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაციისთვის სლაიდ-შოუ. პროექტის საქაღალდე გადავიტანე დისკზე.
Saturday, April 8, 2017
მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ პროექტის სასწავლო გეგმის შექმნით. მეორე ეტაპზე გავეცანით ტრენინგს სახელმძღვანელოში მოცემულ სხვადასხვა პროექტის ნიმუშს. მესამე ეტაპზე ესგ მივუსადაგეთ დღევანდელ ჩვენ მიერ არჩეულ პროექტს.
Subscribe to:
Posts (Atom)